მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერებმა სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების გახსნის საკითხი განიხილეს

სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერებმა მჰერ გრიგორიანმა და ალექსეი ოვერჩუკმა სამშაბათს საღამოს მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ მთავრობის პრესსამსახური.

შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის თემა, რომელიც განიხილება სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გრიგორიანი რუსეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დელეგაციის შემადგენლობაში ჩავიდა, რომელმაც სამშაბათს მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

ნახეთ მეტი
Back to top button