მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

20 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იისთან, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მხარეებმა ისაუბრეს სომხეთსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავზე და აღნიშნეს, რომ წარსულში მნიშვნელოვანი სამუშაო გაკეთდა ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების მიმართულებით პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებით. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განამტკიცოს  და გააღრმავოს სომხურ-ჩინური ურთიერთობები.

დიდი მნიშვნელობა მიენიჭა  ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის გამოყენებას, ინვესტიციების წახალისებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლოგისტიკური გამოწვევების დაძლევას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვის აუცილებლობას.

მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონალური და საერთაშორისო დღის წესრიგის ორმხრივ საინტერესო  საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button