საზოგადოება

სომხეთში ჩატარდა მეცნიერული კონფერენცია გენოციდის სკოლაში სწავლების საკითხებთან დაკავშირებით

სომეხი სტუდენტების რეგულარულმა ვიზიტებმა სომხების გენოციდის მუზეუმში და მათმა დისკუსიებმა მასწავლებლებთან,  სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის სპეციალისტები  და მასწავლებლები მიიყვანა იმ  დასკვნამდე, რომ მართლაც არსებობს პრობლემა სომეხთა გენოციდის სწავლებასთან დაკავშირებით.

როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იუწყება, სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში გაიმართა სამდღიანი კონფერენციია  სლოგანით “სომხების გენოციდის სწავლების გამოწვევები 21-ე საუკუნეში”. „ჩვენ მივხვდით, რომ არის მასწავლებლების პრობლემა, არის პრობლემა ჩვენთვის, არის პრობლემა მეთოდოლოგიის კუთხით და ეს კონფერენცია იმართება ამ საკითხების გადასაწყვეტად. ეს არის პირველი მსგავსი კონფერენცია სომხურ რეალობაში“, – განაცხადა მუზეუმ-ინსტიტუტისს  დირექტორმა ჰარუთიუნ მარუთიანმა თავის შესავალ სიტყვაში.

ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, საზღვარგარეთიდან ცნობილ მეცნიერებთან დისკუსიის გზით მათ სურთ მიიღონ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლება  ეს უაღრესად რთული თემა -გენოციდი უცხო ქვეყნებში, სომხურ და არასომხურ გარემოში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხოელი ექსპერტები ეს ძირითადად იმ ერების წარმომადგენლები არიან,  რომლებიც სხვადასხვა დროს გენოციდს  დაექვემდებარნენ.

ამ ქვეყნებში შედის ისრაელი, რუანდა, კამბოჯა და სხვა. ამდენად, ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო იმის გარკვევა, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვებში მსხვერპლის,  „გენოციდგამოვლილის“  სტერეოტიპის ჩამოყალიბება ან მისი რისკები ბავშვების ფსიქოლოგიასა და ცნობიერებაზე.

კონფერენციას ესწრება გენოციდისა და მასთან დაკავშირებული სფეროების ოცდაათამდე ექსპერტი სომხეთიდან, აშშ-დან, რუსეთის ფედერაციიდან, ლიბანიდან, ისრაელიდან, რუანდადან, ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და კამბოჯიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button