მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხზე (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას ეწვია და სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა.

ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

ვიაჩესლავ ვოლოდინი მიესალმა სრ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს რუსეთში, ხაზი გაუსვა სომხეთ-რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობების უწყვეტი განვითარების ფაქტს. „ვიცი, რომ თქვენ გქონდათ ნაყოფიერი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ერთობლივი განცხადება“, – განაცხადა ვოლოდინმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი განსაკუთრებული მოვლენაა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების საქმეში. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცებასაც მიანიჭა მნიშვნელობა და დასძინა, რომ ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს დიალოგი. ბატონი ვოლოდინის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთნდობა კარგ შესაძლებლობას იძლევა კავშირების შემდგომი განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი კონტაქტები ახალ ბიძგს აძლევს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. სრ პრემიერ-მინისტრმაც ასევე მნიშვნელობა მიანიჭა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და აქტიურ დიალოგს. „ჩვენ გვქონდა ეფექტური დისკუსია პრეზიდენტ პუტინთან, მივიღეთ ერთობლივი განცხადება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ ისინი შეთანხმდნენ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვაზე, სომხეთსა და  აზერბაიჯანს შორის დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესებზე.

შეხვედრაზე თანამოსაუბრეებმა განიხილეს მოსაზრებები სომხურ-რუსული საპარლამენტთაშორისო კომისიის საქმიანობის, ერევანში კუხო-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის გამართვის, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების საქმიანობისა და სხვა საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button