ეკონომიკა

1 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით სომხეთში კვების ფესტივალი GARUN IV გაიმართება

1 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით სომხეთში კვების ფესტივალი GARUN IV გაიმართება.

წელს ფესტივალის გეოგრაფია გაფართოვდა. ორგანიზატორებმა დაგეგმეს ნამდვილი ,,გარატონი“ (ბატკნის დღესასწაული), რომლის მონაწილეები არიან ერევნის ევროპული და სომხური რესტორნები (“ალიასკა”, “ჩინარი”, “ვოსტანი”, “კლუბი”, “კილიკია”, “ჩაიჰონა”, “კავკასიის ტყვე ქალი”), დილიჯანიდან რესტორნები – “იმ ტუნ”, ,,თავა”, ,,კჭუჭი”, წახკაძორიდან ,,კავკასიის ტყვე ქალი”, არცახიდან – ,,თუმანიანის ხელოვნების ღვინის სახლი”.

ფესტივალი Margaryan Business Group-ის რესტორნების ქსელში დაიწყო, რომლის მიზანი იყო სომხური გემოვნების ტრადიციების აღდგენა,  კვების ახალი სეზონის შექმნა, რომელიც მოეწონება როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ცხვრის ხორცი არის ხორცის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც დამტკიცებულია მსოფლიოს წამყვანი დიეტოლოგების მიერ. ეს ცხოველი ჭამს მხოლოდ მინერალებით მდიდარ მთის ბალახს და არ გადარჩება, თუ საკვებში რაიმე ქიმიური ნივთიერება იქნება შერეული.

მაისში ბატკნის ოპტიმალური წონა 10-15 კგ-ს აღწევს და ამ პერიოდში ხორცი ყველაზე გემრიელად ითვლება.

ფესტივალის მონაწილე რესტორნები წარადგენენ ცხვრის ხორცით 3 უნიკალურ კერძს. მზარეულების ფანტაზია და გასტრონომიული დიაპაზონი არ შეიზღუდა.

მთელი თვის განმავლობაში გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ ბატკნის ხორცით კერძების მომზადების სხვადასხვა სტილს.

ფესტივალის პარტნიორი იქნება სომხური ღვინის ბრენდი Meyron-ი. თითოეულ კერძთან ერთად მიირთმევენ სოფელ რინდის (ვაიოც ძორი) 1 ჭიქა ღვინო არენს.

“არ გაუშვათ ხელიდან მშვენიერი შესაძლებლობა – გაეცანით ცხვრის ხორცის მომზადების სომხურ ტრადიციას”, – მოუწოდებენ ორგანიზატორები.

ნახეთ მეტი
Back to top button