კულტურამთავარი

„განათლებული ერის სერტიფიკატები“:  გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში ძვირფასი არქივების გამოფენა გაიხსნა

სომეხმა ხალხმა დატოვა უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა თავისი ისტორიული აკვნის ტერიტორიებზე – დასავლეთ სომხეთში, კილიკიაში, ოსმალეთის იმპერიის სხვა სომხებით დასახლებულ რაიონებში, სადაც 100 წელზე მეტი ხნის წინ ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ  უდიდესი დანაშაული – გენოციდი, ანუ მასობრივი  განადგურება, დეპორტაცია.  ცნობილი ფაქტია, რომ სადაც სომხები დასახლდებიან, ჯერ სკოლა-ეკლესიას აშენებენ, შემდეგ კი – ახალ სახლს.

როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იუწყება, გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის ჰარუთიუნ მარუთიანის თქმით, აღნიშნული ფაქტის ნათელი დადასტურებაა 22 აპრილს მუზეუმ-ინსტიტუტის კედლებში ჩატარებული სამდღიანი მეცნიერული კონფერენცია  “სომხების გენოციდის სწავლების გამოწვევები 21-ე საუკუნეში” და   თანამედროვე გამოფენის გახსნა სლოგანით  “სომხური სკოლების კვალდაკვალ.  განათლებული ერის სერთიფიკატები“.

გამოფენის ავტორია მუზეუმ-ინსტიტუტის ექსპონატების განყოფილების  ხელმძღვანელი სედა ფარსამიანი.  მუზეუმის ცალკე საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია დოკუმენტები, მათ შორის სომხური გიმნაზიების მოსწავლეების სერტიფიკატები, მათი ფოტოები, სახელმძღვანელოები, საკანცელარიო ნივთები და სხვა საარქივო მასალები. ყოველივე ეს  სედა ფარსამიანის კვლევის  ნაწილია. სომეხი მეცნიერი დიდი ხანია მუშაობს რომლის თემაც კულტურული გენოციდია.

ავტორის თქმით, გამოფენას აქვს მიზნობრივი დანიშნულება. „მიზანია საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ავამაღლოთ და წარმოაჩინოთ დასავლეთ სომხეთში, კილიკიაში და ოსმალეთის იმპერიის სომხებით დასახლებულ რაიონებში ორი ათასამდე სომხური სკოლის ოდესღაც წარმატებული საქმიანობა, რომელიც, სამწუხაროდ, შეწყდა სომეხთა გენოციდის მიზეზით“, – განმარტა სედა ფარსამიანმა.

გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო სომხეთის  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ჟანა ანდრეასიანმა. გამოფენა 2022 წლის 10 სექტემბრამდე გასტანს.

ნახეთ მეტი
Back to top button