საზოგადოება

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 507 მილიონს გადააჭარბა

21 აპრილის დილის მდგომარეობით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 507 მილიონ 44 ათას 649-ს მიაღწია. როგორც „არმენპრესი იტყობინება“, ამის შესახებ პორტალ Worldometer-ის უახლესი მონაცემები მოწმობს.

COVID-19-თან დაკავშირებული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი ვირუსის დაწყებიდან 6 207 756-მდე გაიზარდა. ქვეყნები, სადაც COVID-19-ით ინფიცირების 20 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა არის  შეერთებული შტატები, ინდოეთი, ბრაზილია და საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო და გერმანია. პორტალ Worldometer-ის მიხედვით, რომელიც სპეციალიზირებულია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების სტატისტიკაზე, პლანეტის 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 21 აპრილის დილის მდგომარეობით 799,5 იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button