მთავარიპოლიტიკა

ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარის მისწრაფებები გულწრფელია: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გზავნილში ისაუბრა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მოლაპარაკებების პროცესზე.

„დიდი გენოციდი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია სომეხი ხალხის ისტორიაში  და ჩვენთვის ეს არის არა მარტო უდანაშაულო მოწამეების ხსოვნის დღე, არამედ  ეს არის შესაძლებლობა, როდესაც  თავს ვხრით მათი ხსოვნის წინაშე,  კიდევ ერთხელ  ვიფიქროთ ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე.  ეს არის  საბაბი იმისთვის, რომ  განვაცხადოთ – სომეხ ხალხს უნდა ჰქონდეს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა და ბერკეტი საკუთარი ბედის გასაკონტროლებლად, სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სფეროდან გადავიდეს საკუთარი  გადაწყვეტილებების სფეროში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამ გაცნობიერებამ გამოიწვია მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნა.

„ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. Ჩვენ ვიმედოვნებთ:

თურქული მხარის მისწრაფებები გულწრფელია, ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით წინსვლას. ამავდროულად, დღეს ჩვენი ამოცანაა ავაშენოთ ღირსეული, კარგად ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო  ყველა სომეხის პოტენციალის რეალიზებით“, – ნათქვამია გზავნილში.

ფაშინიანის თქმით, სომხური სახელმწიფოებრიობა არის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა, ყველა მოწამის ხსოვნის პატივისცემის ყველაზე შთამბეჭდავი გზა, ის უნდა გახდეს სომეხი ხალხის ურყევი ნების სიმბოლო და მაგარანტირებელი.

„სწორედ ეს არის ჩვენი ნება, რაც გამოიხატება  24 აპრილს წიწვერნაკაბერდის მემორიალამდე ხალხურ მსვლელობაში, ეს სვლელობა სიმბოლოა  იმისა, რომ სომეხი ხალხი  პირდება მის წინაპრებსა და მის მომავალ თაობას, რომ შექმნის თავისუფალ, ძლიერ, ბედნიერ სომხეთს.  ეს  დაპირება შესრულებული უნდა იქნას,   ეს არის 24 აპრილის ყველაზე დიდი მესიჯი“, – თქვა მან.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ცივილიზებულ სამყაროს და საერთაშორისო საზოგადოებას ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ არ დაუშვას სხვა მსგავსი დანაშაულები პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, პირველ რიგში უნდა ხდებოდეს ადამიანის სიცოცხლის დაფასება, განურჩევლად ეროვნებისა. სწორედ გენოციდის აღიარებამ და დაგმობამ უნდა შეაჩეროს ახალი სისასტიკე.

„სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების დღის წესრიგი სომხეთის უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს. ხელისუფლებამ უნდა შესძლოს, რომ ეს დღის წესრიგი  ჩააყენოს  რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის სამსახურში“, – ნათქვამია გზავნილში.

ნახეთ მეტი
Back to top button