მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ხედავს არცახში რუსი სამშვიდობოების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას

რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების განლაგებას   მთიან ყარაბაღში უდაოდ დიდიდ  მნიშვნელობა აქვს, მეორე მხრივ, რიგ ეპიზოდებში ვხედავთ სამშვიდობო საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანის ჯარების  ესკალაცია  ფარუხში, მთიანი ყარაბაღის რუსეთის სამშვიდობო კორპუსის  პასუხისმგებლობის ზონაში, ძალზე შემაშფოთებელი ფაქტია, რაც მნიშვნელოვანია სიტუაციის საერთო შეფასების თვალსაზრისით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყობელი ჯარები უზრუნველყოფენ აზერბაიჯანის შიარაღებული ნაწილების გაყვანას ამ ტერიტორიიდან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში და დაუმატა, რომ მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი კომპონენტი ლაჩინის დერეფნის უწყვეტი ოპერირებაა.

ნახეთ მეტი
Back to top button