საერთაშორისო

სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა მაკრონს გამარჯვებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. ამისშესახებ ცნობას აქვეყნებს ქართული მედია.

“გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!”, – წერს ზურაბიშვილი.

 ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მაკრონს ხმების 58% ერგო, ხოლო მის კონკურენტ მარი ლე პენს 42%.

ნახეთ მეტი
Back to top button