კულტურამთავარი

სომეხი მკითხველი საქართველოს კულტურას უნიკალური სახით გაეცნობა კრებულის „პოლიფონიური ქვეყანა საქართველო“ მეშვეობით

მწერალთა კავშირში 22 აპრილს  სერიიდან  „მსოფლიო და ჩვენ“  გაიმართა წიგნის „პოლიფონიური ქვეყანა საქართველო“ პრეზენტაცია. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, წიგნში შესულია სომეხი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების პოეზია საქართველოსა და საქართველოს ისტორიაზე, პროზა.

ჰაიკ ბადალიანის ფოტო

 სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ედვარდ მილიტონიანის თქმით, კრებული აგრძელებს სერიის „მსოფლიო და ჩვენ“ გზას. მკითხველი გაეცნობა არა მხოლოდ სომეხი კლასიკოსი მწერლების საქართველოსადმი მიძღვნილ თხზულებებს, არამედ თანამედროვე პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებას.

“მხოლოდ ოვანეს თუმანიანის და ილია ჭავჭავაძის და ასევე სხვა ცნობილ ქართველ მწერლებთან მისი მაღალი მეგობრობის ხსენებით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ქართველ და სომეხ მწერალთა კავშირებს შორის თანამშრომლობა ძლიერი ტრადიციების ჭეშმარიტი გაგრძელებაა”, – განაცხადა მილიტონიანმა.

სომხეთში საქართველოს კონსულმა მამუკა ჯამბაზიშვილმა აღნიშნა, რომ წიგნი გამოხატავს ძლიერ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის. „წიგნში ხაზგასმულია სომხების და ქართველების მრავალწლიანი მეგობრობა, გვიჩვენებს, რომ საქართველოს მიწაზე ბევრმა სომეხმა შექმნა თავისი ნაწარმოები. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ პოზიტიურზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ჩვენს ურთიერთობებში  გავიმეოროთ პოზიტიური. მინდა მადლობა გადაგიხადოთ წიგნისთვის. სრული იმედი მაქვს, რომ ქართულად ითარგმნება”, – განაცხადა ჯამბაზიშვილმა.

პრეზენტაციაზე სომხეთში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა ნინო სპანდერაშვილმა სომხეთის მწერალთა კავშირის წევრობის ბარათი მიიღო.

ნახეთ მეტი
Back to top button