მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში გაემგზავრება

25-27 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთს  ეწვევა.

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში არარატ მირზოიანი მონაწილეობას მიიღებს პრესტიჟულ  ფორუმში  სლოგანით «Raisina Dialogue».

ფორუმში  მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მიიღებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვაჰან ჰუნანიანი იუწყება.

ასევე გაიმართება სომხეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში სომხურ-ინდური ბიზნესფორუმი შედგება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს მუმბაიში, რომელიც ინდოეთის ბიზნეს- ცენტრად ითვლება.

ნახეთ მეტი
Back to top button