სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.
„მთელი გულითა და სულით ვულოცავ ემანუელ მაკრონს ხელახლა არჩევას, ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მეგობარი ფრანგი ხალხის კეთილდღეობისთვის, საფრანგეთის დიდებისთვის“, – წერს ფაშინიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
წინასწარი მონაცემებით, მაკრონმა ხმების 57,6% მიიღო, ლე პენმა – 42,4%.