მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვაღიარებთ სომხების ტკივილს და პატივს ვცემთ მათ ისტორიას: ბაიდენმა კვლავ გამოიყენა ტერმინი გენოციდი

24 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გზავნილით მიმართა სომეხთა გენოციდის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება, არ დაკარგონ სიფხიზლე  სიძულვილის დესტრუქციული ეფექტის მიმართ,  უფრო მშვიდობიანი სამყაროს აშენების მიზნით.

„1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა სომეხი ინტელექტუალები და თემის ლიდერები კონსტანტინოპოლში. ასე დაიწყო სომეხთა გენოციდი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა. დღეს ჩვენ გვახსოვს მილიონნახევარი სომეხი, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი, ან მოკლეს, ან ტანჯვით მოკვდნენ ლტოლვილობისუმძიმეს გზაზე.  ჩვენ გლოვობთ ამდენი ადამიანის ტრაგიკულ დაღუპვას.  

სომეხთა გენოციდზე საუბრისას, ჩვენ ვალდებულნი ვართ კვლავ ავიმაღლოთ ხმა და შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მუდმივ ნაწიბურებს ტოვებს მსოფლიოში. ამავდროულად, ვგლოვობთ იმ ყველაფრის გამო, რაც დავკარგეთ დიდი გენოციდის დროს, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა განკურნებისთვის და ავაშენოთ უკეთესი, უფრო მშვიდობიანი სამყარო, რომელიც გვინდა ჩვენი შვილებისთვის. სამყარო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, სადაც ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას ადგილი არ აქვს, სადაც  ადამიანებს ყველგან შეეძლებათ ცხოვრება   თავისუფლად,  ღირსეულად და უსაფრთხოდ“.

ნახეთ მეტი
Back to top button