საფრანგეთის 26-ე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ემანუელ მაკრონმა. მაკრონის კონკურენტმა, ნაციონალისტმა მარინ ლე პენმა ხმების 42,4 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი 57,6 პროცენტი. ანალიტიკოსების აზრით, მაკრონის მმართველობის 5 წლის განმავლობაში სომხურ-ფრანგულმა მეგობრობამ ახალ, უფრო მაღალ ეტაპს მიაღწია. „რადიოლურმა“ შეაჯამა მაკრონის ორმხრივი ურთიერთობის 5 წელი, გამოყო ღირსშესანიშნავი ეპიზოდები.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სომხეთში ვარ“, „სიტყვა სომხეთი ფრანგების სულებში ძალზე ნატიფ და ამაღელვებელ გრძნობებს იწვევს“ ․․․ ასეთ ფრაზებს ხმარობდა საფრანგეთის 26-ე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც სხვადასხვა დროს სომხეთზე საუბრობდა. კვირას, 24 აპრილს, ის მეორედ აირჩიეს საფრანგეთის პრეზიდენტად.
საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში მხოლოდ სამი პრეზიდენტი იქნა არჩეული მეორე ვადით. მაკრონი პრეზიდენტია 2017 წლიდან. პირველ არჩევნებში მან მეორე ტურში იგივე კანდიდატი დაამარცხა.
მაკრონის მოღვაწეობის წინა 5 წლის განმავლობაში სომხურ-ფრანგული მეგობრობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიდა , აღნიშნავს პოლიტოლოგი ვაჰე პოღოსიანი. მისი თქმით, მაკრონის ხელახალი არჩევა იყო საუკეთესო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობებში ამ მომენტში.
„უნდა აღვნიშნო, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა სომხეთის რესპუბლიკისთვის ყოველთვის იყო საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, განსაკუთრებით ევროკავშირის ფარგლებში. “ხშირად ის “ნაოჭები”, რომლებიც წარმოიშვებოდნენსომხეთსა და ევროკავშირს შორის, სომხეთ-ფრანგული ურთიერთობების გამო ჩასწორდებოდნენ ხოლმე”, – აღნიშნავს ვაჰე პოღოსიანი.
2022 წელს სომხეთი და საფრანგეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ. პარიზში კონფერენციაზე სლოგანით: „ამბიციები. სომხეთი-საფრანგეთი“ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მაკრონმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის 44-დღიან ომზეც ისაუბრა. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ამ ვითარებაში არ უნდა დავივიწყოთ 2020 წლის შემოდგომა და მთიანი ყარაბაღის ომი. არც აქ გადაჭრილა ყველა საკითხი, გასაკეთებელი ბევრია“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონალური მშვიდობა მნიშვნელოვანია, ის მზადაა ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. „სწორედ ამ სულისკვეთებით დგას საფრანგეთი სომხეთის გვერდით, რათა დაეხმაროს მას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელთა წინაშეც ის დადგა მთიანი ყარაბაღის სისხლიანი ომის შემდეგ.
პოლიტოლოგი ვაჰე პოღოსიანი აღნიშნავს, რომ საფრანგეთს, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული სომხეთისთვის. პოღოსიანი ხაზს უსვამს მაკრონს 2020 წელს 44-დღიანი ომის დროს იგი გამოირჩეოდა თავისი პროსომხური განცხადებებით, რისთვისაც არაერთხელ გააკრიტიკეს.
მაკრონის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, 2018 წლის ოქტომბერში ფრანგი სომეხი შანსონიე შარლ აზნაური გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით მაკრონმა სამძიმრის წერილში ხაზგასმით აღნიშნა. „აზნაური იყო სომხეთის შვილი, მეგობარი, ელჩი. მისი წყალობით სომხეთმა ბევრი რამ მისცა საფრანგეთს“.
საფრანგეთი, რომელსაც მაკრონი წარმოადგენს, ასევე სომხეთის გვერდით იყო 2020 წლის კორონავირუსის გავრცელების დროს. „სომხები უთვალავი უბედურების წინაშე დგანან. სოლიდარობითა და მეგობრობით ვამბობ, რომ საფრანგეთი მუდამ თქვენს გვერდით იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ინფექციას“, – წერს ემანუელ მაკრონი.
პოლიტოლოგი ვაჰე პოღოსიანი ამბობს, რომ ემანუელ მაკრონის ხელახალი არჩევის შემდეგ სომხურ-ფრანგულ მეგობრობაში ახალი, თბილი გვერდი უნდა გაიხსნას.
„უფრო მკაფიოდ უნდა გავამახვილოთ ყურადღება განათლების, კულტურის, ჯანდაცვის განვითარებაზე, ეკონომიკურ სფეროებში და ყოველივე ამის საშუალებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე“, – ასკვნის ვაჰე პოღოსიანი.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე მიულოცა ემანუელ მაკრონს ხელახალი არჩევა. გზავნილის დასასრულს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მაკრონი ერევანში მოიწვია.
ავტორი ანნა ჰარუთიუნიანი