მთავარიპოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გადახედავს პოზიციას “3+3” ფორმატში მონაწილეობის შესახებ

რუსეთი ელის, რომ საქართველო გარკვეულ ეტაპზე გადახედავს თავის პოზიციას რეგიონულ „3+3“ ფორმატში მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, იტყობინება TASS-ი.

„საქართველო ჯერჯერობით უარს ამბობს ამ ფორმატში მუშაობაზე, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რაღაც მომენტში [იგი] გადახედავს თავის პოზიციას“, – უკასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეკითხვაზე.

მანამდე აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოიწყეს ექვსმხრივი ფორმატი ყარაბაღის საკითხებში თანამშრომლობისთვის და კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვისთვის. რუსეთი და ირანი მიესალმნენ ამ იდეას, საქართველომ განაცხადა, რომ არ აპირებდა მონაწილეობას რეგიონულ ინიციატივაში, მაგრამ შესთავაზა ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებების ფორმატი, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა “სამეულის” სახით. 10 დეკემბერს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button