მთავარიპოლიტიკა

საქართველოს სომხები მოითხოვენ დასჯილი იქნას აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, რომელმაც     “რუხი  მგლების”  ჟესტი   უჩვენა  

ქართველი სომხები გმობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის მიერ „რუხი მგლების“ ჟესტის საჯარო ჩვენებას. სომხური თემის ლიდერები აღნიშნავენ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ურუგვაიში განხორციელებულმა ექსტრემისტულმა  ნაბიჯმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები გაამხნევა, რაც უნდა დაისაჯოს.

ოპოზიციური პარტიის  „ევროპული საქართველოს“   მარნეულის შტაბის ხელმძღვანელმა აჰმედ იმამკულიევმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია  თუ როგორ უჩვენებს ის  „რუხი მგლების“ ​​დამახასიათებელ ჟესტს. „ მათთვის, ვინც თავს არაკომფორტულად გრძნობს“ – აწერია ფოტოს.

ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ გმობს ქვეყნის ეთნიკური აზერბაიჯანელების „უგუნურ ქცევას“ – ექსტრემისტული ტერორისტული ჯგუფის ჟესტის საჯარო ჩვენებას. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი არტურ მირზოიანი “რადილურს” უყვება.

„დღეს საქართველოში  აზერბაიჯანელები იქცევიან თავგასულად, რადგან დაუსჯელნი რჩებიან. მათ დაინახეს, როგორ მოიქცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უნდათ იმის ჩვენება, რომ ისინი  „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ არიან.

სომეხთა გენოციდის წლისთავის წინა დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოლლუმ დასცინა  ურუგვაიში საპროტესტო აქციის მონაწილე სომხებს და უჩვენა მათ ტერორისტული ჯგუფის ჟესტი.

თბილისში, თურქეთის საელჩოს წინ ქართველი სომხების მაგალითზე, ქართული ოპოზიციური პარტიის მარნეულის შტაბის ხელმძღვანელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯგუფის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მცხოვრები  აზერბაიჯანელების ქება დაიმსახურა.

მირზოიანის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს აზერბაიჯანელები  „რუხი მგლების“  ნიშნით  გამოდიან.

„საქართველოს სომხური სათვისტომო“ მოუწოდებს ქვეყნის შესაბამის ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.

ნახეთ მეტი
Back to top button