სომხეთში შემცირდა მედიაზე, ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის მაჩვენებლები: სიტყვის თვაისუფლების კომიტეტი
2022 წლის პირველი კვარტალი სომხეთის ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისთვის შედარებით მშვიდი პერიოდი იყო. გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების, მედიისა და მათი თანამშრომლების, ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის პირველ კვარტალში კომიტეტმა ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი დაარეგისტრირა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 7 შემთხვევა დაფიქსირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში მედიისა და მათი თანამშრომლების შევიწროების 12, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში 20 შემთხვევა დაფიქსირდა. მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საჩივრების რაოდენობა იყო 7, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 10. სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აშოტ მელიქიანმა პრესკონფერენციაზე “არმპრესს” პრეს-დარბაზში აღნიშნა, რომ ასეთი მაჩვენებლების არსებობა განპირობებულია იმით, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შიდა პოლიტიკა თვალთახედვით ქვეყანაში შედარებით სიმშვიდე იყო.
„ჩვენი მრავალწლიანი მონიტორინგის შედეგად დავასკვენით, რომ როდესაც ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური ვითარება იძაბება, ჟურნალისტებზე და მედიაზე ზეწოლა მძაფრდება. როდესაც ქვეყანაში მშვიდი ატმოსფეროა, ეს ზეწოლა მცირდება“, – ამბობს აშოტ მელიქიანი. მისივე თქმით, პირველ კვარტალში მაჩვენებლები საკმაოდ გაუმჯობესდა, მაგრამ დამშვიდება არ არის საჭირო, ისევ შიდა დაძაბულობა მატულობს. აშოტ მელიქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და მათმა მხარდამჭერებმა უნდა დაასრულონ ყოველგვარი უთანხმოება, ყოველგვარი იდეოლოგიური ბრძოლა სწორედ ამ პლატფორმაზე, რათა საქმე არ მივიდეს ძალადობამდე და ურთიერთ შეურაცხყოფამდე.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუმჯობესებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიზარდა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, თუ 2021 წლის პირველ კვარტალში 15 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 45 შემთხვევა.