მთავარიპოლიტიკა

პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სიუნიქს ეწვია

სიუნიქის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორმა  რობერტ ღუკასიანმა მიიღო  პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში პაველ ჩეპლაკი, სოლიდარობის ფონდის  (Solidarity Fund PL) აღმასრულებელი დირექტორი  ალექსანდრა იაროშევიჩი, პროგრამის მენეჯერი ანა რადეცკა და კაპანის მერი გევორგ სპარსიანი. სიუნიქში ჩასული სტუმრების მიზანია პოლონურ მხარესა და სიუნიქს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა.  ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს მათ შეიმუშაონ და განახორციელონ განვითარების პროგრამები  ინიციატივა „Team Europe“ -ის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button