მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

26 აპრილს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს სერ სტივენ ლოვგროვს.

როგორც სომხეთის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა თანამოსაუბრეს გააცნო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება, ასევე სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად.

„თანამოსაუბრეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს  სომხეთში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სომხეთის რესპუბლიკისა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები.

არმენ გრიგორიანმა ბრიტანელი კოლეგა სომხეთში მოიწვია.

ნახეთ მეტი
Back to top button