მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა.

მიესალმა ბატონი კოლომინას ვიზიტს, პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორობას ნატოსთან, განსაკუთრებით სამშვიდობო მისიების ფარგლებში, დაინტერესებულია მისი გაღრმავებით. რაც შეეხება რეგიონულ ვითარებას, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საკმაოდ დაძაბულია, და სომხეთი დგამს ნაბიჯებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროდ მიიჩნევს ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.

ხავიერ კოლომინამ, მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, აღნიშნა, რომ „სომხეთი ნატოს პოტენციური პარტნიორია“ და გადასცა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მისასალმებელი სიტყვები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უაღრესად აფასებს სომეხი სამშვიდობოების საქმიანობას კოსოვოს სამშვიდობო მისიაში, “მისი ვიზიტი არის შესაძლებლობა განიხილოს პარტნიორობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული მოვლენები”. ბ-ნმა კოლომინამ აღნიშნა, რომ ნატო მოწოდებულია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და მზად არის დაეხმაროს ამ პროცესში.

მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხეთ-ნატო-ს პარტნიორობის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის პოზიციები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების, საკომუნიკაციო არხების განბლოკვის, სომხეთ-თურქეთის დიალოგის პროცესის შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გამართული შეხვედრების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება  თუ  რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანმიმართული რეაგირება    რეგიონში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ  ქმედებებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button