მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი  არარატ მირზოიანი მოხსენებით გამოვიდა კონფერენციაზე “Raisina Dialogue”

26 აპრილს ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მონაწილეობდა კონფერენციაში  “Raisina Dialogue” , სადაც ის მომხსენებლად გამოვიდა პანელურ განხილვებში თემაზე : „ელიმინაციის  დოქტრინა. გაკვეთილები გაეროს ეპოქიდან“.

როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, პანელის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, მრავალმხრივი დიპლომატიის სისტემაზე, მის უპირატესობებსა და გამოწვევებზე.

თავის გამოსვლაში არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტურ საქმიანობას და ხაზს უსვამს მათ როლს მდგრადი განვითარების, მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთმა აჩვენა თავისი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებისა და მიზნებისადმი.  

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა სინანულით აღნიშნა, რომ გაეროს არსებობის შვიდი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო იყო მრავალი ომისა და კატასტროფის მომსწრე, რომელთა აცილებაც მრავალმხრივმა დიპლომატიურმა სისტემამ ვერ შეძლო. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში, COVID-19-ის ეპიდემიიდან, კლიმატის ცვლილებიდან და სამხედრო კონფლიქტებამდე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლურალიზმის, როგორც დიალოგის პლატფორმის შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა გაეროს შესაბამისი მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას ყველა ამ გამოწვევის ეფექტურად დაძლევის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button