სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი რუსეთში და იქ ხელმოწერილი დოკუმენტები შეიძლება დადებითად შეფასდეს. ეს დოკუმენტები, ერთის მხრივ, იძლევა შესაძლებლობას მიღებული იქნას გარკვეული გარანტიები უსაფრთხოების საკითხებზე, მეორე მხრივ კი – გაააქტიურდეს ეკონომიკური თანამშრომლობა. ასეთი მოსაზრება გამოთქვა “არსენპრესში” გამართულ დისკუსიაზე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის “ორბელი” ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა.
„ვიზიტის დროს ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება შემდგომ თანამშრომლობას, სახელმწიფოთაშორისი ვიზიტებს, სხვადასხვა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას. ამ რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაციის ფხიზლად შეფასება, პარტნიორებთან მუშაობა ყველა შესაძლო რისკის შესამცირებლად“, – განაცხადა ჯონი მელიქიანმა.
პოლიტოლოგ ჰაკობ ბადალიანის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის განცხადება დაწონასწორებულია. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი, რომელიც ასახავს, ერთის მხრივ, მიზნობრივ მიმართულებებს, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს სომხეთისთვისაც.
„გარდა მისა, ამ რთულ ვითარებაში მათ თავი აარიდეს ფორმულირებებს, ისეთი შინაარსის გამოთქმებს, რომელიც ასოცირდება, ვთქვათ, უკრაინის ომში ნებისმიერ პოზიციასთან. ჩემი განმარტება ასეთია: ეს არის დაბალანსირებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, საფუძველი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს შემდგომი სამუშაოები“, – განაცხადა ჰაკობ ბადალიანმა.