მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი მიესალმება სომხეთისა და  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირ სატელეფონო საუბარს

საფრანგეთი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლოდროინდელ პირდაპირ სატელეფონო საუბარს, მათ გადაწყვეტილებას მოიწვიონ ორმხრივი სასაზღვრო კომისია და დაიწყონ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ამის შესახებ იტყობინება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას.

„საფრანგეთის ელჩი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში ბრაის როკფი მომავალ კვირას გაემგზავრება ბაქოში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებების მონიტორინგი 11-14 აპრილს ერევანში ვიზიტის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button