სომხეთის მოქალაქეობისათვის განაცხადი შეიტანა რუსეთის ფედერაციის 1600 მოქალაქემ რიცხვი 2021 წელთან შედარებით რვაჯერ გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის პირველი დღიდან აპრილის შუა რიცხვებამდე რუსეთის 1600-მდე მოქალაქემ და 30-მდე უკრაინის მოქალაქემ მიმართა სომხეთის პოლიციის საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტს სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად. „რადიოლურის“ შეკითხვაზე საპასპორტო განყოფილებაში განაცხადეს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების შემთხვევაში კი გაორმაგდა. ბინადრობის სტატუსის მისაღებად უამრავი განაცხადია. პოლიციის ცნობით, 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე სომხეთში ბინადრობის სტატუსის მისაღებად რუსეთის 350-მდე და უკრაინის 40-მდე მოქალაქემ მიმართა.
სომხეთის რესპუბლიკაში ბინადრობის სტატუსის 3 ტიპი არსებობს: დროებითი, მუდმივი-სპეციალური. ბინადრობის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ უცხოელს, თუ ის ამტკიცებს, რომ არსებობს გარემოებები, რომლებიც ამართლებს მის ყოფას სომხეთის ტერიტორიაზე ერთი წლის ან მეტი ვადით. ასეთი გარემოებები შეიძლება იყოს: განათლება, მუშაობა, ბიზნესი ან იყოს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის ოჯახის წევრი.
მიგრაციის სამსახურში „რადიოლურს“ აცნობებენ, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში სომხეთში 142 ათასი რუსი ჩამოვიდა, უკრაინელი – 6000-მდე . მათგან 120-ზე მეტმა მიმართა სომხეთში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.