ეკონომიკამთავარი

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ბიზნესების სხვა ქვეყნებიდან სომხეთში გადმოტანას ან ახალი ბიზნესის დაარსებას

სომხეთის  ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კურირებს არსებული ბიზნესის სხვა ქვეყნებიდან სომხეთის რესპუბლიკაში გადმოტანას ან ახალი ბიზნესის დაფუძნებას.

„ბიზნესის მხარდაჭერისთვის არის სწრაფი რეაგირების ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი შეკითხვები: [email protected]

წერილში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

კომპანიის სახელი და სფერო;

თანამშრომლების რაოდენობა;

გადმოსვლის  სავარაუდო ვადები;

გადაადგილებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები;

პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც სპეციალისტებს შეუძლიათ ოპერატიული კომუნიკაციის დამყარება.

„ყველა შეკითხვა გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და მეწარმეობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებს, რომლებიც სრულ მხარდაჭერას გაუწევენ სომხეთში ახალი ბიზნესის გახსნისა და არსებული ბიზნესების ინტეგრაციის ყველა პროცესს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button