ეკონომიკამთავარი

ორმა სომხურმა  IT კომპანიამ Krisp-მა  და  Podcastle-მა დაიმსახურა უმაღლესი მსოფლიო პრიზი Webby Award, რომელიც ცნობილია  ინტერნეტული  „ოსკარის“ სახელწოდებით

ორი სომხური IT კომპანია გახდა ყოველწლიური Webby Award-ის გამარჯვებული, რომელიც ყველაზე პრესტიჟული კონკურსია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და  პროგრამისტებს შორის ცნობილია ინტერნეტ „ოსკარის“ სახელით. 2022 წლის ერთ-ერთი ვირტუალური „ოსკარი“  დაიმსახურა სომხურმა კომპანიამ  Krisp-მა.  წარმოდგენილი 14 ათასი პროექტიდან სომხური ტექნოლოგიური იდეა საუკეთესოდ იქნა აღიარებული ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების  საუკეთესო გამოყენებისთვის.

Krisp-ის  მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელმა ვაჰაგნ სარგსიანმა „რადიოლურთან“  საუბარში განაცხადა, რომ IT სამყაროში გამარჯვებას აღიარება მოაქვს  არა მხოლოდ კომპანიისათვის,  არამედ მთელი სომხეთისთვისაც.

„ეს ჯილდო იძლევა  აღიარებას და ნდობას. მილიონობით ადამიანი ხედავს სტარტაპის სახელს, ეძებს, იყენებს და ა.შ. გარდა ამისა, ეს ნდობას ანიჭებს სომხეთის IT სექტორს, რადგანაც ბევრმა ინვესტორმა გაგვიცნო, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს  ამ კონკურსში გამარჯვებული 2 StartUp-ი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს სექტორის განვითარებაზე“, – განაცხადა ვაჰაგნ სარგსიანმა.

ინტერნეტ ოსკაროსანი კომპანია ჯერ კიდევ 3 წლისაა. მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამყაროს დაპყრობის იდეა 5 წლის წინ გაჩნდა მის და მისი მეგობრის ცნობიერებაში. შედეგად, შეიქმნა კომპიუტერული აპლიკაცია, რომელიც  ვიდეო ზარების დროს  ნთქვას გვერდით ხმაურს და  ონლაინ შეხვედრის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„წარმოიდგინეთ, რომ საუბრობთ Skype-ის  ან Zoom-ის საშუალებით, ეს არის ბევრი ხმაური – ქუჩის ხმაური, ცხოველები და ა.შ.  Krisp-ი აცილებს გვერდით ხმებს და რჩება მხოლოდ ადამიანის ხმა.  ხმაური ახლა დიდი პრობლემაა, რადგან ბევრი კომპანია სახლიდან მუშაობს. ჩვენ უკვე გვაქვს 2000-ზე მეტი გლობალური ბიზნესი, რომელიც იყენებს Krisp-ს. მათში ბევრი ცნობილი ამერიკული კომპანიაა, მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს მსოფლიოდან, რამდენიმე ათასი სომხეთიდან“, – ამბობს Krisp-ის  წარმომადგენელი.

ამჯამად Krisp-ს  ჰყავს დაახლოებით 200 თანამშრომელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან.  სომხურ Krisp-ს თავიდან კონკურენტები არ ჰყავდა, ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც ასეთი პროგრამა შესთავაზა, ხაზს უსვამს ვაჰაგნ სარგსიანი, ახლა ასპარეზზე  კონკურენტები გამოჩნდნენ.

„ჩვენ უკვე გვყავს ისეთი კონკურენტები, როგორიცაა Zoom ან Google, რომლებსაც უკვე აქვთ ხმაურის ჩაქრობის მექანიზმები, მაგრამ ხარისხით მაინც ჩამორჩებიან Krisp-ს.

მეორე სომხური „ოსკარის მფლობელი“ კომპანია Podcastle, Webby Award-ისთვის იმავე ნომინაციაში  კონკურენტობდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანია Adobe-სთან, რომელიც ცნობილია Photoshop, Premier Pro და სხვა პროგრამებით.

Podcastle-ის აღმასრულებელი დირექტორი არსენ ჰამბარძუმიანი ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგ გუნდი უფრო მოტივირებულია, შემდგომში უეჭველად განვითარდებიან, გაუმჯობესდებიან და ახალ სიმაღლეებს დაძლვენ.

„კრეატიული წარმოების კატეგორიაში გამარჯვებულად ვიყავით აღიარებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქტები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კრეატიული შინაარსი. ჩვენთვის დიდი სიამაყე იყო ამ ნომინაციაში გამარჯვება, რადგან ჩვენი კონკურენტი აქ იყო Adobe”, – ამბობს არსენ ჰამბარძუმიანი.

„Podcastle“ არის აპლიკაცია, რომელიც ხმის დამუშავების საშუალებას გაძლევთ. აპლიკაციის ავტორები ამბობენ, რომ ეს არის პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს შექმნას, განავითაროს და გაავრცელოს საკუთარი აუდიო პროდუქტები. Podcastle-ის  პირველადი ბაზარი არის ჩრდილოეთ ამერიკა, აშშ და კანადა. თანადამფუძნებლები ამბობენ, სომხეთში მათ პროგრამას არ  იცნობენ. სომხური ბაზარი პატარაა, მოთხოვნები განსხვავებულია, მაგრამ ჯილდო სომხურ ბაზარზეც აღიარებას მოუტანს.

„ამ სფეროს წარმომადგენლები  მთელს  მსოფლიოდან გაიგებენ  სომხეთის შესახებ, რომ ორ ახალდაარსებულმა კომპანიამ მიიღო ეს ჯილდო და ეს არის ახალი დასაწყისი სომხური სტარტაპებისთვის პიარის კუთხით.

თუკი კინოს რეალურ სამყაროში „ოსკარის“ ცერემონიაზე  ყველაფერი რეალურია – სცენა, ჯილდოები, სტუმრები, მაშინ ინტერნეტ ოსკარებზე ყველაფერი ვირტუალურია. Webby Award  თავის დროზე  გადაეცა Google-ს, Amazon-ს, Wikipedia-ს, Youtube-ს, დღეს კი სომხურ Krisp-სა და Podcastle-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button