მთავარისაზოგადოება

სომეხი მეცნიერები შეისწავლიან ისლამის ნაციონალიზმის გავლენას მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე

სომხეთის მეცნიერების კომიტეტის „განვითარებული კვლევების მხარდაჭერა“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სამეცნიერო პროექტი „ისლამური ნაციონალიზმის შერწყმა სომხეთის მიმდებარე ქვეყნებში (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო). პროგრამის მიზანია ჩვენი რეგიონის შიდა სოციალური პროცესების სიღრმისეული ანალიზი, პროფესიული დისკუსიების ორგანიზება, ადგილზე ვითარების შესწავლა, ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება, ინგლისური მონოგრაფიების გამოქვეყნება, სომხეთში აღმოსავლეთმცოდნეობის დონის მუდმივი ამაღლება, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის გამოყენაბა მონაცემთა დიდი ბაზის ანალიზისათვის.

პროექტის განხორციელება 5 წლისთვისაა  გათვალისწინებული. პროექტს ხელმძღვანელობს დოქტორი სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქული განყოფილების თანამშრომელი, ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჰრამ ტერ-მათევოსიანი.

პროექტის მონაწილეები არიან თავიანთ სფეროში აღიარებულია  მეცნიერები.

„ჩვენი მიზანია მივცეთ ახალი იმპულსი სომხურ სამეცნიერო საზოგადოებას ჩვენი რეგიონის უფრო ღრმა ანალიზისთვის“, – განუცხადა News.am-ს ვაჰრამ ტერ-მათევოსიანმა.

პროექტის ფარგლებში სომეხი მეცნიერები ეწვევიან მეზობელ ქვეყნებს (გარდა აზერბაიჯანისა, გასაგები მიზეზების გამო) საველე კვლევების ჩასატარებლად.

„ჩვენ ახლა სომხეთ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე ვართ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს ის, რაც ხდება საზღვარზე. მაგალითად, ყარსის, არდაჰანისა და იგდირის პროვინციებში. რა განწყობა სუფევს იქ, რა იდეურ-პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს?

ან, ვთქვათ, საქართველოში, რომლის ტერიტორიითაც სომხეთის საგარეო ვაჭრობის 70% ხორციელდება. როგორ მოახერხეს  თურქეთმა და ა აზერბაიჯანმა იქ ისლამისთვის ისეთი ნიადაგის მომზადება, რომ ეს პრობლემად იქცა საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის?“ – განმარტა მეცნიერმა.

სომეხი მეცნიერების კვლევის ერთ-ერთი თემა იქნება თურქეთის სკოლებში ისლამის სავალდებულო სწავლების შედეგების საკითხი, რათა გავიგოთ, თუ როგორ აისახება იგი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების მსოფლმხედველობასა და ღირებულებებზე.

სომეხმა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ ყველა ის პროცესი, რომლის გამოც თურქეთი გახდა გავლენიანი მსოფლიო მოთამაშე ერდოღანის მმართველობის დროს, გააფართოვა თავისი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, როგორც რელიგიის, ისე „რბილი ძალის“ გამოყენებით.

როგორც მეცნიერმა აღნიშნა, თურქეთში, ზოგადად, სომხების მიმართ დამოკიდებულება კვლავ მტრული და არამეგობრული რჩება. თურქეთში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დაახლოებით 63% სომხეთს თურქეთის ნომერ პირველ საფრთხედ მიიჩნევს. სომხეთში ყველაზე დიდ საფრთხედ თურქეთიც აღიქმება.

 მეცნიერის თქმით, საშუალო სტატისტიკის მიხედვით, თურქეტში სომხეთის შესახებ ცნობიერების გაზრდა ძირითადად პროაზერბაიჯანული ნაციონალისტური მედიის გავლენით ყალიბდება. ამიტომ მათ ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ ჩვენზე. სპეციალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით გამართული დისკუსიების გამო, სომხურ საზოგადოებას ყოველთვის უფრო და უფრო ობიექტური წარმოდგენა აქვს თურქეთის შესახებ.

რაც შეეხება აზერბაიჯანში რელიგიის საკითხებს, მეცნიერის თქმით, ის ღრმა გარდაქმნების ეტაპზეა. „აზერბაიჯანულმა შიიზმმა განვითარების ძალიან უნიკალური ეტაპები გაიარა. თუ 30 წლის წინ შიიტებისა და სუნიტების თანაფარდობა იყო 65/35, ახლა ეს თანაფარდობა შეიცვალა, ამ მხრივ ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ეს ყველაფერი უნდა გავიგოთ. მაგალითად, როგორ იყენებს ილჰამ ალიევი  რელიგიურ საქმეებს საჭიროების შემთხვევაში? მიდის  მექაში ჰაჯის შესასრულებლად, ბრუნდება ბაქოში  და რელიგიურ  ლიდერებს  აპატიმრებს.   ისლამური პოპულიზმი გამოიყენება რელიგიური ოპოზიციის პროვოცირებისთვის. მაგალითად, ახლა არცახში აზანს დინამიკებით ავრცელებენ, რათა რელიგიური რეაქცია გამოიწვიოს“, – დაასკვნა ვაჰრამ ტერ-მათევოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button