კულტურა

სომხეთში გაიმართება თეატრალური აფიშების საერთაშორისო ფესტივალი

სომხეთის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრი და კულტურული არასამთავრობო ორგანიზაცია „AKT“ წარმოგიდგენთ თეატრალური აფიშების  პირველ საერთაშორისო ფესტივალს.

ფესტივალი ღიაა ყველა ქვეყნის დიზაინერების, შემქმნელების, თეატრების/თეატრალური ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის.

ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.

ფესტივალი საკონკურსოა,  არჩევითი  ეტაპის გადალახვის შემდეგ  ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა   31 მაისი.

აპლიკაციების შესავსებად მონაწილეობის პირობების გასაცნობად აუცილებელია რეგლამენტის ჩამოტვირთვა.

ფესტივალის შედეგები 2022 წლის სექტემბერში შეჯამდება.

გამარჯვებული  აფიშები  გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ეროვნულ აკადემიურ თეატრში 2022-2023 წლების სეზონზე გამოიფინება.

ნახეთ მეტი
Back to top button