ეკონომიკამთავარი

ღვინის ბრმა დეგუსტაციის კონკურსში 43 სომხური ღვინის კომპანია მონაწილეობდა

ერევანში სომხური ღვინოების ბრმა დეგუსტაციის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 43 სომხურმა ღვინის კომპანიამ, რომლებმაც წარმოადგინეს 147 სახეობის ღვინო.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, დეგუსტაციის კონკურსი სომხეთის მევენახეობის ფონდის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.

სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზარუჰი მურადიანმა აღნიშნა, რომ კონკურსის მიზანია სომხური ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომლის ფუნქციონირებაც საშუალებას მისცემს მაღალი ხარისხის სომხური ღვინოების ხარისხის ახალი სტანდარტების დაწესებას.

ნახეთ მეტი
Back to top button