1 მაისიდან სომხეთში შესვლისას არ დაგჭირდებათ PCR ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა
სომხეთში შესვლისას აღარ დაგჭირდებათ PCR ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა. ეს მოთხოვნა მოიხსნა კოროვირუსული დაავადების შემთხვევების შემცირების გათვალისწინებით. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა სრ ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა. „კარანტინის შესახებ“ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის წინადადების წარდგენამდე ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ინფიცირების 144 შემთხვევა დაფიქსირდა. მკვეთრად იკლებს გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო 14 დღის განმავლობაში გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. „ეპიდემიის სტაბილური მდგომარეობის, მთელ მსოფლიოში ეპიდემიის შემცირების ტემპის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა.
„სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო და საჰაერო გამშვებ პუნქტებზე მოხსნილია PCR ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის მოთხოვნა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა. მინისტრის თქმით, მოხსნილია სამუშაო ადგილზე PCR ტესტის ყოველ 7 დღეში წარდგენის ან კორონავირუსის ვაქცინაციის მოწმობის წარდგენის მოთხოვნა.