მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანი ბრიუსელში ალიევის თანაშემწეს ჰაჯიევს შეხვდება

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი დღეს, 2 მაისს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს   ჰიქმეთ  ჰაჯიევს შეხვდება. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩვენ განვიხილავთ არაერთი საკითხს, რომელიც ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა და მიიჩნია, რომ შესაძლოა, რომ მათ შეხვედრას  მოჰყვეს ფაშინიან-ალიევის შეხვედრა.

„თუ ჩვენ შევძლებთ  მივიღოთ პასუხი ყველა შესაძლო კითხვაზე ბრიუსელში,მაშინ ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ შეხვედრა ბრიუსელში ქვეყნის ლიდერების დონეზე“, – თქვა მან.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები შესაძლოა მაისის დასაწყისში ბრიუსელში შეხვდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button