პოლიტიკა

“ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს ვადაზე ადრე გადავცემთ” – პრემიერი

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და შევსებულ დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კალ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კითხვარის შევსების პროცესში იყო ჩართული.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო შრომატევადი ნაწილი და წარმატებულად დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადასცემენ.

„ახლა მიმდინარეობს მეორე ნაწილზე მუშაობა, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია. დაახლოებით 2 300 კითხვაა. კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავისგან შედგება – ტექნიკური, სექტორული, დარგობრივი მიმართულებით. მეორე ნაწილს 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button