მთავარიპოლიტიკა

თვითგამორკვევის უფლებიდან გადახვევის რაიმე მიმართულებას არცახი ვერ ხედავს. არაიკ ჰარუთიუნიანი

არცახის სომხები ეთანხმებიან მშვიდობის დღის წესრიგს, მეორე მხრივ, ვერ ხედავენ თვითგამორკვევის უფლებიდან გადახვევის რაიმე მიმართულებას.

,,არმენპრეს“-ის განცხადებით, ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

„ამიტომ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ჩამოყალიბებული მოსაზრებისთვის, რომ ნებისმიერი თემა, ნებისმიერი დოკუმენტი განიხილება არცახის ხელისუფლებასთან და იქნება ხალხის ლოგიკაზე დაფუძნებული. რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო, რომ სხვაგვარად  შეუძლებელია. ჩვენ ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლა გველის. უსაფრთხოების კომპონენტი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსი სამშვიდობოების პირდაპირი შუამავლობით შექმნილი სტაბილურობა დღეს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხილვის საშუალებას იძლევა.

ჰარუთიუნიანის თქმით, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები მნიშვნელოვანია, რადგან თუ არცახში ხალხი არ იქნება, პოლიტიკურ ბრძოლაზე და უსაფრთხოებაზე საუბარი უაზრო ხდება. „ამიტომ დღეს ისევ აქტუალური ხდება დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ომის შემდეგ დაწყებული პროგრამები გრძელდება“, – თქვა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შემაშფოთებლად მიიჩნია აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრა რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მთიან ყარაბაღში. ,,ვიმედოვნებთ, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენლები თანმიმდევრულად უზრუნველყოფენ აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანას რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button