მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩასული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ბატონ დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და უსურვა ნაყოფიერი მუშაობა. მაღალი შეფასება მისცა რა  სომხურ-ქართულ ურთიერთობას, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: „სომხეთსა და საქართველოს შორის არსებობს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ჩვენი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება სხვადასხვა განზომილებაში, პოზიტიურ ატმოსფეროში, რაც კარგი საფუძველია თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, სომხეთ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი  ფაქტორია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს კეთილი სურვილებისთვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისაგან  გულთბილი  მოკითხვა გადასცა. მან აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სომხეთთან მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გაღრმავებით, ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით და მიესალმება ამ მიზნისკენ  მიმართულ ინიციატივებსა და პროგრამებს. ილია დარჩიაშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

მხარეებმა განიხილეს სომხურ-ქართული პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ ვითარებასა და მოვლენებს. ამ კონტექსტში, რეგიონის ქვეყნების მხრიდან ძალისხმევა გატარდა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის სასარგებლოდ.

მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე.

დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს  მოკითხვა და კეთილი სურვილები.

ნახეთ მეტი
Back to top button