მთავარიპოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ალენ სიმონიანმა მიიღო

30 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ალენ სიმონიანმა ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობების უწყვეტი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასევე აისახება სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში (2021-2026 წწ).

მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით სომხეთი დგამს ნაბიჯებს ყველა მეზობელთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

მან გაიხსენა ოფიციალური ბაქოს მიერ 2020 წლის  9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მუდმივი დარღვევა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას და მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირების ჩაშლას. საუბარი შეეხო აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და პოლიტიკური მძევლების საკითხს. ალენ სიმონიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიის პრიორიტეტი და მთიანი ყარაბაღის სტატუსის მნიშვნელობა, და ის,  რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და სხვა ექვივალენტური ქმედებების განხორციელებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა მოახსენა მიღებისათვის  და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო და გამოწვევების ერთობლივი დაძლევა მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button