საზოგადოება

სომხეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლის შეზღუდვები მოიხსნება

სომხეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლის შეზღუდვა 16 მაისიდან აღარ იმოქმედებს! როგორც ,,არმენპრესი“ TASS-ზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცნობეს.

კერძოდ, გადაწყდა, რომ სომხეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში, ასევე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვები აღარ გავრცელდება.

შტაბის ცნობით, რუსეთის აეროპორტებიდან ეკვადორის მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული ფრენების შეზღუდვა 16 მაისიდან მოიხსნება.

ნახეთ მეტი
Back to top button