მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო (ვიდეო)

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა   მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მიესალმა რა  ილია დარჩიაშვილს,  რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიულოცა და წარმატება უსურვა საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ილია დარჩიაშვილის ვიზიტი სომხეთში იქნება ეფექტური და ახალ ბიძგს მისცემს სახელმწიფოთაშორისი კავშირების განმტკიცებას.

სომხეთის პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს სტაბილურობასა და მშვიდობას რეგიონის განვითარების კუთხით და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის განმტკიცება, უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სომხურ-ქართული თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ფარგლებში ხაზი გაესვა ტელეკომუნიკაციისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული პროგრამების ახალი ინიციატივებით შევსების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button