პოლიტიკა

სომხეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ ჰადრუთის წმიდა აღდგომის ტაძრის შეურაცხყოფას

სომხეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ჰადრუთის წმინდა აღდგომის ტაძრის ვანდალიზმსა და შეურაცხყოფას, განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა.

„აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ეს ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხური რელიგიური, ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურებას და მათი ვინაობის გაყალბებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, აზერბაიჯანის ეთნიკურ-რელიგიური შეუწყნარებლობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

სომხური ეკლესიებისა და სხვა კულტურული და რელიგიური ძეგლების მიმართ განხორციელებული სისასტიკე არცახში უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის რეზოლუციას. გადაწყვეტილება გადაუდებელი ზომების გამოყენების შესახებ 7 დეკემბერს მიიღეს.

„ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხური მხარის მტკიცებას, რომ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს იუნესკოს შემფასებელი მისიის ვიზიტი მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button