პოლიტიკა

64 კონგრესმენი შეუერთდა კანონპროექტს აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის და სომხეთისა და არცახისთვის 150 მილიონი დოლარის დახმარების აღმოჩენის შესახებ

28 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის 64-მა წევრმა წერილობით მიმართა ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ შეწყვიტოს აშშ-ის სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის და 150 მილიონი დოლარი გამოყოს სომხეთისა და არცახისთვის აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან წარმოქმნილი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის მოსაგვარებლად.

როგორც “არმენპრესს” აცნობეს ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის ცენტრალური ოფისიდან, ეს ორი მიმართულება ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორისაა, რომელთა განსახორციელებლად ხანგრძლივი პერიოდული სამუშაოები მიმდინარეობს აშშ-ში მოქმედი სხვა ხალხების სათემო ორგანიზაციების ჩართულობით.

აღნიშნულ ინიციატივაში კონგრესმენების დიდი რაოდენობით ჩართულობის კომენტირებისას, ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა არამ ჰამბარიანმა შენიშნა:

„ჩვენ გვერდში ვუდგევართ კონგრესის 64 წევრს, რომლებიც 2023 წლის ფისკალური წლისთვის  მოუწოდებენ საკმაოდ ქმედით დახმარებას სომხეთისთვის და არცახისთვის, რათა დაუპირისპირდეს აზერბაიჯანის მიმდინარე თავდასხმებს, რეალურად შეცვალოს 100 000-მდე სომეხის ცხოვრების ხარისხი. მომავალ თვეებში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, სენატთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული არ გამოიყენებოდეს თურქეთის და აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკის მხარდასაჭერად“.

ორპარტიულ წერილში კანონმდებლებმა, კონგრესის სომეხი თანათავმჯდომარე ფრენკ ფალონის ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ არცახის მოსახლეობა კვლავაც მძიმე სირთულეების წინაშე დგას, რაც წარმოიშვა არა მხოლოდ 2020 წლის აზერბაიჯანის აგრესიის, ისევე როგორც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე პროვოკაციების გამო, და არცახისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის დახმარება  „დაეხმარება სომეხ ლტოლვილებს დახმარების გაწევაში, საცხოვრებლით, საკვებით უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვაში, რეაბილიტაციაში და განნაღმვაში, რაც აუცილებელია მათი თემების აღდგენისთვის, მათი ცხოვრების რეორგანიზაციისთვის”.

კანონმდებლებმა სომხეთისთვის 100 მილიონი დოლარის დახმარების შეთავაზების მართებულობა ახსნეს იმით, რომ ეს ხელს შეუწყობს აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, აშშ-ს ყოფნის გაძლიერებას და მისი გავლენის გაზრდას სომხეთსა და რეგიონში.

წერილში დეპუტატები მოითხოვენ „907-ე რეზოლუციის“ იმპლემენტაციის სრულად აღდგენას, რომელიც კრძალავს აშშ-ს საგარეო დახმარების გაწევას აზერბაიჯანისთვის, აგრეთვე მნიშვნელობა მიანიჭეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას.

ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ფ. ფალონსა და კონგრესის სომხური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან რათა უზრუნველყოს ამ პროსომხური პროექტის განხორციელება. ამასთან დაკავშირებით, სომხურმა ეროვნულმა კომიტეტმა მოახდინა სომეხ-ამერიკული თემის მობილიზება, კომიტეტის სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით კონგრესმენებს 50000-ზე მეტი წერილი გაუგზავნა.

ნახეთ მეტი
Back to top button