
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა Twitter-ის თავის მიკრობლოგშიასეთი ჩანაწერი გააკეთა: „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი ვაშინგტონში, რათა აღვადგინო ძლიერი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთსა და შეერთებულ შტატებს ჰქონდათ ეფექტური თანამშრომლობა დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობაზე.