კულტურა
ივნისში ერევანში სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის დსთ 2022“ ფინალური ტური გაიმართება

სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის დსთ 2022“ ფინალური ტური მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას უმასპინძლებს სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საარჩევნო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში 18-25 წლის 25-30 ლამაზმანი ჩამოვა დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (სულ 19 ქვეყანა).
საუკეთესოებს შეარჩევს დსთ-ს და სხვა ქვეყნების პროფესიონალთა ჟიური, რომელთა ვინაობაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.