მთავარიპოლიტიკა

კარენ ანდრეასიანმა მონაწილეობა მიიღო თბილისში სომხურ-ქართულ იურიდიულ ფორუმში

2 მაისს თბილისში სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა დელეგაცია სომხეთიდან  იუსტიციის მინისტრის კარენ ანდრეასიანის ხელმძღვანელობით. ფორუმი გაიმართა  აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით.

იუსტიციის სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობებენ, რომ ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ფორუმზე ორი ქვეყნის მინისტრებმა სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა რატი ბრეგაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ სომხურ-ქართული ფორუმი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლო ნაბიჯია.

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაცვლა ორ მეგობარ ქვეყანას შორის, დაწყებული პრობაციის ბრწყინვალე იდეიდან, რომელიც ხელს უწყობს პრობაციის სისტემის განვითარებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელზეც მინდა ვისაუბრო. ეს არის იუსტიციის სახლები“,  –  აღნიშნა  კარენ ანდეასიანმა სიტყვით გამოსვლისას.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავა და კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის.

სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმი დღეს დასრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button