
ოპოზიცია დიდ შეცდომას უშვებს, როცა ცდილობს ხელისუფლების შეცვლის მიზნით გამართულ საპროტესტო აქციებში გაიმეოროს ჩვენი ტაქტიკა, პარალელები გაავლოს 2018 წლის გაზაფხულზე ჩვენს ქმედებებთან, ასეთი მოსაზრება გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქციის „სამოქალაქო ხელშეკრულება“ წევრმა ჰოვიკ აღაზარიანმა.
„მსგავსი შედეგის მიღწევა მხოლოდ მოქმედებების კოპირებით – შეუძლებელია. 2018 წლის აპრილში მარში გიუმრიდან ერევნის მიმართულებით ჩატარდა იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პრობლემების შესახებ,მოგვესმინა მათი აზრი და ყოველივე ამის მიხედვით გვემოქმედა ერევანში ხელისუფლების ცვლილებისთვის. და რის შესახებ აწვდის დღეს საზოგადოებას ინფორმაციას ოპოზიციური ძალები? რომ არცახის საკითხი ჯერ არ მოგვარებულა. ეს უკვე ყველამ იცის. ამიტომ, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს დღის წესრიგი, არცახის თემა შეცვალოს სხვა საკითხით”, – განაცხადა მან.
აღაზარიანი ფიქრობს, რომ ეჭვგარეშეა, რომ აქციის მონაწილეთა შორის არიან გულწრფელი მისწრაფებების მქონე ადამიანებიც, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება შეცდომებს ნამდვილად უშვებს. თუმცა, საპროტესტო მოძრაობის ლიდერების არტურ ვანეციანის, სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის მიერ დაგროვილი სიმდიდრის გათვალისწინებით, საპროტესტო მოძრაობის ზრახვების გულწრფელობა და პატიოსნება, ზოგადად, დიდ ეჭვებს იწვევს.
პარლამენტარის თქმით, ოპოზიციას ეჩვენება, რომ ფაშინიანმა და მისმა გარემოცვამ 2018 წელს მხოლოდ გარკვეული ტექნოლოგიების წარმატებით გამოყენების გამო მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა, დღეს ასეთი შედეგის მიღწევა მხოლოდ მისი განმეორებით არის შესაძლებელი. “პრობლემა ის არის, რომ ეს არ იყო მხოლოდ ტექნოლოგია. ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალი ნაბიჯიდან, რომელზეც შევთანხმდით და განვახორციელეთ. 2018 წელს ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ვთავაზობდით ერევანში თავიანთ ხარჯზე ჩამოსულიყვნენ, თუ მათ უნდოდათ მონაწილეობა მიეღოთ ეროვნულ მოძრაობაში. დღეისათვის რომ ოპოზიცია აქციის მონაწილეებს ფულს ურიგებს, ყველა შემთხვევაში მოწმობს იმაზე, რომ არსებული რეალობა ხალხისთვის გაუგებარია“, – განაცხადა მან.
„ჩემი აზრით, მსგავსი მეთოდებით შეუძლებელია ჩვენი პარტიის მმართველობის სადავეებიდან ჩამოშორება, ფაქტიურად, მმართველი პარტია არის ძალიან ერთიანი და ძლიერი, ძალიან რთულია ასეთი გუნდის დაშლა.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, უდავოა, რომ ბევრი მოქალაქე არ იზიარებს ჩვენს სხვა პოლიტიკურ შეხედულებებს. ბევრს არასწორად მიაჩნია ჩვენი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის სფეროში. და ეს ნორმალურია, ბუნებრივია. მაგრამ, ზოგადად, საზოგადოება მხარს გვიჭერს, რაც ყველამ ვნახეთ გასულ ზაფხულს გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად“, – დაასკვნა პარლამენტარმა.