მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მაისს დაიწყო, იუწყება თავდაცვის სამინისტრო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სურენ პაპიკიანი ქართველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები შეეხნენ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს.

სურენ პაპიკიანმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები სამხედრო განათლების, გამოცდილების გაცვლის, მორალის, ადამიანის უფლებების, სოციალური უსაფრთხოების და სხვა სფეროებში.

შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს  თავდაცვის სამინისტროებს შორის 2022 წლის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას.

ნახეთ მეტი
Back to top button