მთავარისაზოგადოება

წინა წელთან შედარებით, სომხეთის  მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა

წინა წელთან შედარებით, სომხეთის  მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ პარლამენტში „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პოლიციის უფროსის მოადგილემ არა ფიდანიანმა განაცხადა.

პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით,  2021 წელს  სომხეთის რესპუბლიკის  მოქალაქეობის მიღებისათვის  თხოვნით 8591-მა ადამიანმა მიმართა.

2022 წლის პირველ კვარტალში კი პოლიციაში უკვე  3206 განცხადებაა შემოსული.  

ანუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ფიდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button