მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

სამუშაო ვიზიტით საქართველოში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

ამის შესახებ “არმპრესს” სომხეთის  უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატიდან აცნობეს.

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა შეაფასეს ორმხრივი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ხაზი გაუსვეს ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, კერძოდ, ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოებას.

უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა წარმოადგინა სომხეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ უსაფრთხოების ვითარების შესახებ და სომხეთის პოზიცია ამ გამოწვევების დაძლევასთან დაკავშირებით. არმენ გრიგორიანმა თანამოსაუბრეს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გეგმაც გააცნო, რომლის კონტექსტშიც ქართულმა მხარემ შესაბამისი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა უსაფრთხოების რამდენიმე საკითხი განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოს ეროვნული უშიშროების არქიტექტურა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მანდატი წარუდგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button