მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის  უშიშროების საბჭოს ოფისიდან აცნობეს, არმენ გრიგორიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თბილი მოკითხვა გადასცა. ორივე მხარემ დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის არსებული თბილი ურთიერთობა და გამოთქვა იმედი, რომ ურთიერთობების ასეთი დადებითი ხარისხი გადაეცემა სომხურ-ქართული თანამშრომლობის  სხვა დონეებსაც.

უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და სომხეთ-თურქეთის  ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი განიხილეს, რომლის კონტექსტშიც გრიგორიანმა წარმოადგინა სომხეთის ხედვა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

განიხილეს საქართველოს შუამავლობის პერსპექტივები რეგიონულ ეკონომიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში. თანამოსაუბრეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე და მის გავლენზე  ჩვენს რეგიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button