კულტურა

დოკუმენტური ანიმაციური ფილმის “ავრორას გარიჟრაჟის” მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში შედგება

დოკუმენტური ფილმის „ავრორას გარიჟრაჟის“ მსოფლიო პრემიერა პრესტიჟულ ანიმაციურ ფილმების ფესტივალზე ANNECY-ზე შედგება, რომელიც საფრანგეთში იმართება. ფილმი სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ იუწყება სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “ავრორას გარიჟრაჟი”, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი ინა საჰაკიანია, არის ერთ-ერთი უნიკალური ფილმი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე კინემატოგრაფიულ ენაზე წარუდგენს სომეხი ხალხის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფურცლის, სომეხთა გენოციდს გადარჩენილ ავრორა მარდიგანიანის  გმირულ ისტორიას.

ფილმი გადაიღო კომპანიამ Bars Media-მ.

ნახეთ მეტი
Back to top button