კიმ კარდაშიანმა მიანიშნა, რომ მეოთხედ გათხოვებაზე ოცნებობს
ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი სამჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ მაინც სჯერა სიყვარულის, ამიტომ მეოთხედ გათხოვების იმედი აქვს. “The Kardashians” შოუს ბოლო ეპიზოდის ანონსში, ვარსკვლავმა განაცხადა, რომ კვლავ იმედოვნებს, რომ ერთ დღეს კვლავ დაქორწინდება.
“მე მჯერა სიყვარულის. ამიტომ იმედი მაქვს კიდევ ერთი ქორწილი მექნება. მეოთხედ გავთხოვდები. მშვენიერია, – თქვა კიმმა. ტელევარსკვლავის პირველი ქმარი იყო მუსიკალური პროდიუსერი დეიმონ თომასი. ისინი ოთხი წელი იყვნენ ერთად და 2004 წელს დაშორდნენ. ექვსი წლის შემდეგ კარდაშიანი დაქორწინდა კალათბურთელ კრის ჰამფრისზე, მაგრამ მისი ქორწინება ერთი წელი გაგრძელდა. 2012 წელს კიმმა შეხვედრა დაიწყო კანიე უესტთან. წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად 2014 წელს დაარეგისტრირა. კიმ კარდაშიანმა მიანიშნა, რომ მეოთხედ გათხოვებაზე ოცნებობს.